მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ლას-ვეგასში ყველა კაზინო დაიკეტება

5e71dcac6dda0
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.20 22:35
1659
ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასში დღეიდან ყველა კაზინო, ბარი და რესტორანი დაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება გუბერნატორმა სტივ სისოლაკმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Las Vegas Sun-ი ავრცელებს.

შტატის გუბერნატორმა სტივ სისოლაკმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. აკრძალვა 30 დღე გაგრძელდება.

„გთხოვთ მიუდგეთ მოცემულ მდგომარეობას სერიოზულად, თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე თქვენს ხელშია. გთხოვთ დარჩეთ სახლში“, - აღნიშნა სისოლაკმა თავის მიმართვაში.

როგორც გუბერნატორი აღნიშნავს, აკრძალვის პერიოდში მომსახურების გაწევა შეეძლებათ სასურსათო მაღაზიებს, ბანკებს, აფთიაქებს და პროდუქტის მიწოდების სერვისებს.

18 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 6,524 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა (ბოლო 24 სთ-ში +113), გარდაიცვალა 116 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +7), ხოლო გამოჯანმრთელდა 106 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები