საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მოლები, ბაზრობები და ღია ტიპის რესტორნები ამოქმედდება.
რაც შეეხება, დახურულ სივრცეში რესტორნებსა და სასტუმროებს, მათი ფუნქციონირება 8 ივნისიდან აღდგება.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციები
დაამტკიცა, სადაც ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის სამუშაო პროცესში გასათვალისწინებელი წესებია თავმოყრილი, მათ შორის მოლების, ბაზრობების, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის.