მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მომხმარებლებს „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისის გააქტიურება შეეძლებათ

60017f6b61cbc
BM.GE
15.01.21 17:30
3304
ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაიაქტიურონ „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისი და მიიღონ წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე. „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისის გააქტიურებისთვის, მომხმარებლის თანხმობით, კომერციული ბანკები კრედიტინფოს ბიუროს მომხმარებლის მონაცემებს მიაწვდიან (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) , რის შედეგადაც მომხმარებელი დარეგისტრირდება „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისზე.

კრედიტინფოს ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და მონაცემების გაზიარება საერთაშორისო პრაქტიკაა და ის მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობას და სანდოობას უწყობს ხელს.

„ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:
• „ჩემი კრედიტინფოს“ გააქტიურებით, მომხმარებელი მიიღებს წვდომას საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე;
• „ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელს დაეხმარება, გაიგოს მის შესახებ არსებული რა ინფორმაცია მიიღება მხედველობაში სესხის გაცემისას;
• „ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, საკრედიტო რეიტინგისა და რეპორტში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი აწარმოოს.

"გასათვალისწინებელია, რომ „ჩემი კრედიტინფოს“ საშუალებით მომხმარებლის ისტორიის გადამოწმება არ ახდენს გავლენას საკრედიტო რეიტინგზე. აქვე გაცნობებთ, რომ მითითებულ სერვისზე, ასევე, მომხმარებლის პერონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო.

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, კომერციული ბანკები სიახლის შესახებ მომხმარებლებს დღეიდან მიაწვდიან ინფორმაციას"-აცხადებენ ბანკების ასოციაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები