დღეიდან ვებგვერდ Provax.ge-ზე ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა შესაძლებელია.
ცნობისთვის, ვებგვერდი provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა.
Provax.ge-დან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.
ამჟამად საქართველოში აცრილია 97 153 ადამიანი.




























