მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ქორწინებასთან დაკავშირებული სერვისები ძვირდება

62e76c31c7bed
თელარა გელანტია
01.08.22 09:56
680
დღეიდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება.

კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებითვე, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი - 135 ლარი. დღემდე იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირდა, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში - 90 ლარი.

სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღემდე 170 ლარი ღირდა. დღეიდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები