დღეიდან ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინაცია იწყება. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები აიცრებიან, რომლებიც სპეციალურ პორტალზე რეგისტრირდებიან. გუშინ შუადღის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სისტემაში ვიზიტი 1449 მედპერსონალს ჰქონდა დაჯავშნილი.
როგორც გუშინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში.
ცერცვაძის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ 43 000 დოზა ვაქცინა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება, რადგან უკვე არის ასეთი განწყობა.
ცნობისთვის, ქვეყანაში პირველ ეტაპზე "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვიდა, რომელიც საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით შაბათს მიიღო.




























