დღეიდან მოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ.
„მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ მთავრობასთან ერთად ებრძოლონ ინფექციის გავრცელებას. ეს აპლიკაცია ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით არის შექმნილი და სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
STOP COVID გადმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.