მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან სავაჭრო მოლების სამუშაო საათები გახანგრძლივდება – ვინ რა დრომდე იმუშავებს?

60a36e6092a0b
ინგა მურუსიძე
18.05.21 14:00
1978
უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კომენდანტის საათი გახანგრძლივდა და 21:00-ის ნაცვლად, 23:00 საათიდან დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწორედ ამ დრომდე იმუშავებს.

რამდენად აისახება კომენდანტის საათის გადაწევა სავაჭრო მოლებზე დედაქალაქში, BM.GE მათ ადმინისტრაციებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, დღეიდან, მოლების მუშაობის განრიგი გახანგრძლივდება, ხოლო მოქალაქეებს წესების დაცვა ჩვეულებრივ მოუწევთ. კერძოდ:

სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ - 10:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს;
სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ - 10:00-დან 21:30 საათამდე;
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა" - 10:00-დან 21:00 საათამდე;
სითი მოლის საბურთალოსა და გლდანის ფილიალები - 10:00 - დან 21:30 საათამდე;
„ისთ ფოინთი“ - 10:00-დან 21:00 საათამდე

შეგახსენებთ, ამ დრომდე მოლები 19:00 საათამდე მუშაობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები