ივნისის ბოლომდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულებული იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. ბენდელიანი გამოეხმაურა ვაკის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ამა თუ იმ ქუჩაზე მოხვედრას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, თბილისის მერის მოადგილის განცხადებითვე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.