მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეისთვის, დედაქალაქში ჭკვიანი შუქნიშნების მხოლოდ 10-15%-ია დამონტაჟებული - წილოსანი

6385fdb46e9cf
ვიქტორია მღებრიშვილი
29.11.22 20:35
743
დღეისთვის, დედაქალაქში ჭკვიანი შუქნიშნების მხოლოდ 10-15%-ია დამონტაჟებული - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭკვიანი სისტემის მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც რეფორმის სხვა ნაწილებთან ერთად კომპლექსურად უნდა იყოს განხილული.

„სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულებით განყენებულად განხილვა არასწორია. უნდა განვიხილოთ კომპლექსურად - პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველობილიკების განვითარება, ქვეითების გადასასვლელები და ა.შ. ჭკვიანი სისტემაც ამის შემადგენელ ნაწილად უნდა განვიხილოთ, რომელიც გულისხმობს ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც გზას დაუთმობს ერთი მხრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეორე მხრივ სასწრაფოს, სახანძროს, პოლიციას, ასევე მოხდება ნაკადების დათვლა და სერვერის ერთიან სისტემაში დაინახავს ქალაქში არსებულ ყველა ნაკადს და ავტომატურ რეჟიმში გაიხსნება ის მწვანე დერეფნები, რომ ქალაქში კონკრეტული კვანძების გადატვირთვა არ მოხდეს“, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე - რამდენად გამართულად მუშაობს სისტემაში ჩართული შუქნიშნები, ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, რომ დღეს ამის შეფასება რთულია, რადგან ჭკვიანი სისტემა ჯერ ბოლომდე გამართული არ არის.

„თუ არ მოხდება ჭკვიანი შუქნიშნების ერთიან სისტემაში ჩართვა, სოფტი ახლა მხოლოდ იმ კონკრეტულ ნაწილებს ხედავს, სადაც ეს შუქნიშნები აყენია. ეს მთლიანი შუქნიშნების დაახლოებით 10-15%. აქედან გამომდინარე სისტემის გამართულობაზე ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა ეს არ არის ჩვენი ნოუ-ჰაუ და ყველა განვითარებულ ქალაქში ეს სისტემა გამართულად მუშაობს“, - განმარტა წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები