დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე ინფორმაციით, დღესვე, 23:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის ქუჩაზე.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.