დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი, ამირან გამყრელიე აცხადებს, რომ მთავრობის ახლმა ინიციატივებმა როგორებიც არის 200-ლარიანი დანამატის გაცემა 60 წელს გადაცილებული პირებისთვის, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების დააანონსებამ, აცრების რიცხვი მცირედით გაზარდა.
“ცოტა მიხარია, რადგან დილიდან 7 ათასზე მეტი აცრა გვაქვს უკვე. ასეთი ნოემბრის განმავლობაში აღარ გვქონია. ახალმა რეგულაციებმა: მწვანე პასპორტი რომ უნდა შემოვიდეს პირველი დეკემბრიდან და იმან, რომ მეტ ინცენტივს ვაძლევთ, მათ ვინც აიცრება 60 წელს ზემოთ.მოგეხსენებათ, ამ ასაკის ხალხს მონეტარული ინცენტივი(200-ლარიანი დახმარება)დაუწესეს, ამან ოდნავ გარკვეული ეფექტი მისცა. გუშინ და გუშინწინ 6 ათასი, დღეს კი 7 ათასი აცრაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თანდათან მოიმატებს”,-აცხადებს გამყრელიძე.




























