ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დღეს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ყველაზე რთულ სიტუაციაში არიან - ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტში დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
“ქალბატონი ნატო ჩხეიძის შეკითხვა იყო და მან ჩამოთვალა სხვადასხვა პროდუქტების ფასების ზრდა. ქალბატონო ნატო, აბსოლუტურად მესმის და როგორც პიროვნულად და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ძალიან განვიცდი ამას, მაგრამ ასეთივე სიტუაციაში არიან სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები.
თუ შევხედავთ FAO-ს ინდექსს, იქ რეკორდული ფასები დაფიქსირდა, ზეთთან დაკავშირებით, შაქართან დაკავშირებით, ასე რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
აგვისტოში საქართველოში 10.9%-იანი ინფლაცია იყო.




























