მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს „დისტანციური დასაქმების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებების“ შესახებ საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართება

6450fa6a04d62
BM.GE
03.05.23 09:30
613
დღეს, 3 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, ევროპული ბიზნეს ასოციაცია კომპანია გრანთ თორნთონთან ერთად გამართავს ღონისძიებას „დისტანციური დასაქმების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებები“.

ღონისძიებას გახსნიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ბიზნეს ომბუდსმენი ოთარ დანელია და ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი.

ღონისძიებაზე განიხილება ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, დისტანციურ დასაქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო თავისებურებები. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში წარიმართება და მას დაესწრებიან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„დისტანციურად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად მატულობს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა სამუშაოს დისტანციურ რეჟიმში შესრულება, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს მათთვის სასურველი კვალიფიკაციის კადრების მომსახურებით ისარგებლონ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

აქედან გამომდინარე, აქტუალური გახდა შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, დისტანციურად მომუშავე პირების საგადასახადო ვალდებულების შესრულების სწორად განსაზღვრის საკითხი, როგორც საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის“, - აცხადებენ ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები