დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა იმართება.
კომიტეტის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სავარაუდოდ, 12:00 საათზე გამოქვეყნდება.
ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ია. ბოლოს გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა გასული წლის დეკემბერში მიიღო და 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.




























