დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლების სფეროსთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება 14:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისულ გეგმებს მთავრობა ცალკეული სფეროების მიხედვით წარდგენს. ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში პრეზენტაცია უკვე გაიმართა.




























