საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს განიხილავენ:
1. საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
2. საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ”
მომხსენებელი: ი. ქარსელაძე
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "აჭარ ენერჯი - 2007“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N616 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენგური 2006-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის N10/07/06 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნიუ ქონსთრაქშენის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "არჯი ენერჯის’’ შორის „არჯი ენერჯი“ ქარის ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "რიონი 7 ჰესი’’-ს ჰიდროელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
9. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ (5 პროექტი)
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების თაობაზე”
მომხსენებელი: ო. შამუგია.




























