დღეს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მიდის.
აღსანიშნია, რომ 2018 წელს მიღებული რეგლამენტით, საქართველოში საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმი – „მინისტრის საათი“ დამკვიდრდა, რომელიც მთავრობის ცალკეული წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.
მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების რეჟიმი იმართება.
ცნობისთვის: ხვალ „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.




























