ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა 5,697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ეს რაოდენობა 2020 წლის დეკემბერში არსებულ პიკს აღემატება, მაშინ ყოველდღიური შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 5,450 იყო. ბოლო 24 საათში ვირუსმა 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ასევე რეკორდული რაოდენობაა. ერთი დღის განმავლობაში გარდაცვალების წინა მაქსიმალური რაოდენობა 2020 წლის 19 დეკემბერს იყო, როდესაც ვირუსს 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




























