მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ

64a2de9f8398d
BM.GE
04.07.23 10:00
368
საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობა დღეს განახლდება.

საკითხის განხილვა გუშინ მიმდინარეობდა, თუმცა როგორც სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ „თავდაცვის კოდექსი“ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხია, ამ თემაზე არ უნდა იყოს „პოლიტიკური ფლანგირება“ და უმჯობესი იყო საკითხის განხილვის დღეს გაგრძელება.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გია ვოლსკის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს, თუმცა ისინი დაინტერესდნენ, ექნებოდათ თუ არა მათ საშუალება, კითხვები ისევ „თავდაცვის კოდექსის“ პირველ თავზე დაესვათ. ვოლსკიმ მათ განუმარტა, რომ მსჯელობა დღეს ისევ პირველი თავიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, პარლამენტი თავდაცვის სადავო კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები