მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

642c299270699
BM.GE
04.04.23 17:51
573
თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 80 მომხრე, 2 წინააღმდეგით, პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებულ სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

"დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, 6, 8 და 11-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინურ და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც", - განმარტავს ინიციატორი.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან ერთად, დეპუტატებმა კოდექსიდან გამომდინარე, 46 კანონპროექტიდან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტიც მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები