საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ მთავრობის პირველ პრემიერს ბიძინაობა მიულოცა.
„დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება - 1 ოქტომბერი, ცხრა წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა.
ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკააშვილის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.