მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "ნინოწმინდის" გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერდება

6319a11a7ec1a
BM.GE
09.09.22 09:00
921
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 9 სექტემბერს, 11:00 საათიდან 23 საათამდე, ახალი მართვის საინფორმაციო სისტემების რეალიზაცია/ტესტირებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ შეჩერებული იქნება საბაჟო კონტროლის პროცედურები.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სპეციფიკური სახის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ სატესტო რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება 24/7-ზე განხორციელდება.

"საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებისთანავე შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება", - აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები