მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„დღეს, საბჭომ კოვიდ-რეგულაციების აღსრულების და მონიტორინგის გამკაცრებაზე იმსჯელა" - თამარ გაბუნია

6108f5ae4c87d
თამთა ჯიჯავაძე
03.08.21 11:50
2311
დღეს საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ეპიდვითარების მართვისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის შემზღუდავი ღონისძიება და რეგულაცია, რაც მოქმედებს, აღსრულდეს.

„დღეს საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირბადე ისევ დაცვის მთავარი საშუალებაა. ამდენად ყველა მოქალაქისთვის პირბადის გამოყენება როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში, არის მკაცრად რეკომენდებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება და მთავარია აღსრულდეს ის, რაც ამჟამად მოქმედებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები