დღეს, საქსტატი აგვისტოში ეკონომიკური ზრდის წინასაწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე 11:00 საათზე პრეს-კონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ: წელს მთავრობა ეკონომიკის 7.7%-ით ზრდას პროგნოზირებს, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ წლიური ორნიშნა ზრდაც დაფიქსირდეს.
„ჩვენი ღრმა რწმენით, ჩვენი ეკონომიკა წელს გაიზრდება, დაახლოებით, მინიმუმ, 10%-ით. წინასწარი შედეგები აგვისტოს თვეშიც 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოვა ეს პროგნოზი, მაგრამ წინასწარი დათვლებით 10%-ზე მეტია ეს ეკონომიკური ზრდა აგვისტოსთვის და შესაბამისად, 8 თვეში გამოგვდის 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. ყველანაირი სცენარის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ გავდივართ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 სექტემბერს „იმედის“ ეთერში.