მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს თამბაქო 50 თეთრით გაძვირდა

BM.GE
06.02.19 18:25
944
სიგარეტი დღეს 50 თეთრით გაძვირდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან დღემდე კი თამბაქო ჯამში 1 ლარითაა გაძვირებული. კომპანიების წარმომადგენელბის განცხადებით სიგარეტზე ფასის მატება პირველი იანვრიდან აქციზის განაკვეთის რადიკალურ ზრდას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე.

სტუმარი: ზვიად სხვიტარიძე - BAT; კორპორაციული დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები