დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ უბნებში:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თაყაიშვილის, კეკელიძის, ბარნოვის და ნაფარეულის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბარგოს დასახლების (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ონიანის, ხაჩატურიანის, ამირეჯიბის, კალანდაძის, მებაღიშვილის, ბოჭორმის, ქურხულის, ნიორაძის, გუთნის, თელავის და კვეზერელის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის (ნაწილობრივ), ივერიის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, კოტე აფზახის, ბერიძის და აბესაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ერისთავის, მოლითის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.




























