მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, USAID-ი და აჭარა ჯგუფი „რადიო ქალაქის“ პროექტს წარადგენენ

6329bfb335c2d
BM.GE
21.09.22 09:00
1618
დღეს „აჭარა ჯგუფსა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის წარმატებული პარტნიორობის ფარგლებში ახალი პროექტის, „რადიო ქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება „აჭარა ჯგუფის“ სასტუმრო სტამბაში 17:30 საათზეა დაგეგმილი.

USAID-ისა და "აჭარა ჯგუფის" ინფორმაციით, რადიო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეები, ოფისები, საერთო სამუშაო და საზიარო სივრცეები, სადაც მცირე და საშუალე მეწარმეებს, სტარტაპერებს და ხელოვანებს ექნებათ იდეების რეალობად გადაქცევის შესაძლებლობა. ადგილი უმასპინძლებს კულტურულ და კომერციულ ღონისძიებებს, როგორებიცაა საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები, ბაზრობები, კონცერტები და ა.შ.

რადიო ქალაქის პროექტის სხვადასხვა ფაზის განვითარებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, ასევე პროექტის ბიზნეს-მოდელი და ზოგადი დიზაინი შემუშავდა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასობით მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ღონისძიებაზე „აჭარა ჯგუფი“ ახალი კომპანიის – D BLOCK-ის პრეზენტაციას გამართავს. კომპანიის ახალი მიმართულების ფარგლებში, D BLOCK თბილისში და მის ფარგლებს გარეთ საერთო სამუშაო სივრცეებს შექმნის და „აჭარა ჯგუფის“ ინოვაციური ეკოსისტემის გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე სიტყვით "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ოთო ბერიშვილი; ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი და D BLOCK-ის აღმასრულებელი დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი გამოვლენ. ღონისძიებას 300-მდე ადამიანი დაესწრება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და შემოქმედებითი ინდუსტრიების ლიდერები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები