თბილისის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Tower-ში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანამშრომლობით პროგრამის „გოგოები ცვლილებებისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართება.
ფორუმს გახსნის USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, კონკურენტუნარიანობის გუნდის ლიდერი, დავით წიკლაური, მონაწილეებს, ასევე, მიესალმებიან ჯონ ბრაეკეველდტი ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი
პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შერჩეული 60 სტუდენტი აიმაღლებს ცოდნას ბიზნესის მართვის, ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ და განავითარებენ ლიდერულ უნარებს გამოცდილი პროფესიონალების დახმარებით.
დარგის ექსპერტები, ბიზნეს ასოციაციებისა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლები 10 სესიას ჩატარებენ პროგრამის მონაწილე გოგოებისთვის. სესიების დასრულების შემდეგ, წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება ევროპულ ბიზნეს ასოციაციასა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაში.
პროექტის მიზანია, გოგოების ხელშეწყობა ლიდერობისა და მართვის უნარების განვითარებაში, სტუდენტების ინფორმირება ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ.