მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, წყალტუბოში გენგეგმის შემუშავების კონკურსში მონაწილე კომპანიები წინადადებებს წარადგენენ

5f91c44740d24
თამთა ჯიჯავაძე
23.10.20 00:25
1178
დღეს წყალტობოში, ძველ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე წყალტუბოს გენგეგმის შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კომპანიების საკონკურსო წინადადებების პრეზენტაცია გაიმართება. 

კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებებს შპს „ბაუ დიზაინის“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკის“ და შპს „არტსტუდიო-პროექტის“ წარმომადგენლები წარადგენენ.

ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო იტყობინება. უწყების ცნობით, პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილე სამივე ქართულ კომპანიას ჰყავს გამოცდილი უცხოელი პარტნიორი.

„გენგეგმა გვიჩვენებს, თუ რა მოცულობების მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ის ძირითადი საინვესტიციო პროექტები, მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში უნდა მოხვდნენ. ამის შემდეგ, უკვე ეკონომიკის სამინისტრო გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად განსაზღვრავს, თუ რა ახალი ტიპის ინფრასტრუქტურაზე უნდა გამოაცხადოს საინვესტიციო წინადადებები“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები