საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ქმედებებს აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.
„ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა“, - წერს ლომჯარია facebook-ის თავის გვერდზე.
ინფორმაციისთვის: ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.




























