მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღე 11: საპროტესტო აქცია გრძელდება

აქცია

ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, მე-11 დღეს საპროტესტო აქცია გრძელდება.

რესპუბლიკის მოედანზე, დღეს 15:00 საათზე მედიის მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქციაზე ჟურნალისტები, ფოტორეპორტიორები, ოპერატორები იკრიბებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ ყველა იმ დაშავებულ კოლეგას, რომლებიც მიმდინარე აქციის პროცესში დაშავდნენ.

ამასთან, აქციას 15:00 საათიდან სოლიდარული მსვლელობით უერთდებიან ყვარლიდან.

„ახლა რაც ხდება ეს არ ეხება პარტიებს, გვეხება ყველას, ყველა თაობას!! ან გავივლით ამ ბეწვის ხიდს, ან ჩაგვიწყდება და უფსკრულში ვიქნები თაობები

დრო არის უკვე რომ ეს დუმილის ყინული დადნეს, განსაკუთრებით ყვარელში!!!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქციები იმართება საზღვარგარეთაც.

16:00 საათი, ბარსელონაში, Passeig de Gràcia 7 აქცია Never back Ussr! იმართება.

დღეს 18:00 საათზე აქცია ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე შეიკრიბებიან და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები