მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეიდან 10 წელიწადში საქართველოს ვერავინ იცნობს" - "იან დე ნულის" მმართველი დირექტორი ანაკლიის პროექტზე

ანაკლია

ბელგიური კომპანია „იან დე ნულის“ (რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტირებაზე მუშაობს) მმართველმა დირექტორმა, იან პიტერ იან დე ნულმა, ანაკლიაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა კომპანიისთვის დიდი მიღწევაა.

„დღემდე ჩვენი კომპანია 117 ქვეყანაში ოპერირებდა და საქართველო იქნება 118-ე. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არავის ახსოვდა? არავითარ შემთხვევაში. ერთი რამ, რაც ევროპაში ვიცით საქართველოს შესახებ ისაა, რომ თქვენ უნდა გაშალოთ ფრთები. თქვენი ტურიზმი არის აყვავების ფაზაში. რაც საქართველოში მინახავს საოცარი და შესანიშნავია. საქართველოს სტატისტიკური მონაცემები და ინდიკატორები შთამბეჭდავია. ჩვენი თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან დიდი მიღწევაა და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოსთან მოგვიწევს თანამშრომლობა და ამ მაჩვენებლების და ინდიკატორების კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება,“ - განაცხადა იან პიტერ იან დე ნულმა.

იან პიტერ იან დე ნულმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს იშვიათი შემთხვევა უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტი 10 წელიწადში საქართველოს კიდევ უფრო განავითარებს.

„ამ პროექტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს იშვიათი შემთხვევა. დღეიდან 10 წელიწადში საქართველოს ვერავინ იცნობს. ადგილობრივი წარმოება განვითარდება და დასაქმება გაიზრდება. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ძალიან დიდი ენთუზიაზმით აღჭურვილ პარტნიორთან, საინჟინრო კომპანიებთან და არ ველოდები რაიმე სახის წინაღობას. როდესაც ვუყურებ ფუნდამენტურ საკითხებს, იმ მიდგომას და სულისკვეთებას, როგორ ზრუნავთ ეკონომიკაზე, ვრწმუნდები, რომ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელის,“ - აღნიშნა იან პიტერ იან დე ნულმა.

შენიშვნა: თარგმანი ეკუთვნის ღონისძიების სინქრონულ თარჯიმანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები