დღეიდან, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ქეში ფულით... მას საბანკო ბარათი ვერ ექნება - ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გიორგი ბაჩიაშვილი
მისი თქმით, პრობლემა შეექმნება არა მარტო ივანიშვილის ამერიკულ აქტივებს, არამედ მის აქტივებს მთელს მსოფლიოში.
"ძალიან მძიმე იქნებოდა სანქცირება ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და მდიდარი ადამიანისთვის, რომელსაც საკმაოდ ბევრი აქტივები აქვს, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებსგარეთ. პრობლემა შეექმნება არა მარტო ივანიშვილის ამერიკულ აქტივებს, არამედ მის აქტივებს მთელს მსოფლიოში, რადგან ნებისმიერ ბანკს დღეიდან ეკრძალება ნებისმიერი წილის გასხვისების ოპერაცია გაატაროს, ან ასევე დივიდენდის გატანის საშუალება მისცეს რომელიმე ორგანიზაციიდან.
ასევე ეს სანქციები ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომლების 50 %-ზე მეტს ფლობს ბიძინა ივანიშვილი, ასევე ეს სანქციები გავრცელდება ყველა იმ აქტივზე, რომლესაც ფლობენ ან მისი ოჯახის წევრები, ან მისი გარემოცვა ნომინალურად და მისი რეალური მფლობელი არის ბიძინა ივანიშვილი. მაგალიტად ეს შეიძლება იყოს "ქართუ ბანკი" რომელიც გაფორმებულია უტაზე, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი ბანკი. ეს ის განაჩენია, რომ დღეიდან, ივანიშვილს შეუძლია სიარგბლოს მხოლოდ და მხოლოდ ქეში ფულით, ვერ ექნება ვერც ბარათი, ვერც ვერანაირი საბანკო სერვისი და მის კომპანიებსაც იგივე ემუქრება. რეალურად ეს კეთროვნად გამოცხადების ტოლფასია", - ამბობს ბაჩიაშვილი.




























