მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

ივანიშვილი კობახიძე ღარიბაშვილი პარლამენტში

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

მის განცხადებას და მის მიერ გავრცელებულ წერილს BMG-ი უცვლელად გთავაზობთ:

"ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები