დღეიდან, 1-ლი მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იზრდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, დაცულ ტერიტორიებზე მისულ ვიზიტორებს შემდეგი ფასები დახვდებათ:
მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად 20 ლარი.
პრომეთეს მღვიმე
საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვლად - 13 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვლად - 25 ლარი.
ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
სათაფლია
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვლად - 10 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
ნავენახევის მღვიმე
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან; 6-18 წლამდე კი შენარჩუნდება 5,5 ლარი.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ბილეთების ფასების ცვლილება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით.