საქართველოში დღეიდან, 4 ივნისიდან, განახლებული დიზაინის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვების, ასევე, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის გაცემა იწყება.
ახალ პირადობის მოწმობაზე QR კოდს დაიტანენ - შესაბამისი ბრძანება "ოცნების" მთავრობის იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა 10 მარტს გამოსცა.
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები საერთაშორისო ISO/IEC 7810 სტანდარტის შესაბამისი იქნება და მათზე შემდეგი დამცავი ინფორმაცია იქნება დატანილი.

ასეთი იქნება პასპორტის ახალი შიდა დიზაინი

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 4 ივნისამდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები ძალაში, სტანდარტულად, ვადის გასვლამდე იქნება.

























