დღეიდან, სემეკში წარსადგენი საჩივრის ან სხვა განცხადებების ჩაბარება და პასუხების მიღება იუსტიციის სახლშიცაა შესაძლებელი. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით, წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ სემეკის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები. აღნიშნული მომსახურება უფასოა.
აღნიშნული მომსახურების დამატებით იუსტიციის სახლი უკვე სრულად ფარავს ენერგოსექტორში არსებულ ყველა სერვისს.
იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სერვისებით, დღემდე, 90 982 მოქალაქემ ისარგებლა.