მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღემდე [კონცენტრაციაზე] უარის შემთხვევა არ გვაქვს, დაველოდოთ მომავალში ქეისებს" - ირაკლი ლექვინაძე

ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მიმდინარე წელი კონცენტრაციების კუთხით რაოდენობრივად გამორჩეულია.

მისივე ცნობით, ამ დრომდე 11 კონცენტრაცია აქვთ დადასტურებული. 3 შემთხვევაში კი, გაერთიანებების გავლენით შეფასება მიმდინარეობს.

„6 შემთხვევაზე გვაქვს შეუტყობინებლობა და საქმის წარმოება დაწყებულია. 2021-დან დღემდე უარის შემთხვევა არ გვაქვს, თუმცა დაველოდოთ მომავალში ქეისებს. იმ შემთხვევაში თუ ისეთი კომპანიების გაერთიანება მოხდება, რომელიც 40%-ს აღემატება და ბაზარზე საკმაოდ მაღალ კონცენტრაციას ქმნის, ეს შეიძლება იყოს უარი ან შეიძლება იყოს გარკვეული ვალდებულებებით შემსყიდველის დატვირთვა“, - ამბობს ლექვინაძე.

თუმცა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სექტორის არსებული დინამიკის გათვალისწინებით კონცენტრაციებზე უარის თქმის შემთხვევებსაც არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები