მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღემდე მომხმარებლისგან სააგენტოში 900-მდე განაცხადი ფიქსირდება - ლექვინაძე

ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სააგენტომ “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო, მომხმარებლისგან სააგენტოში 900-მდე განაცხადია შესული - ამის შესახებ ლექვინაძემ ტურიზმის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა.

„2022 წლის 1 ნოემბერს, სააგენტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო. მომართვიანობა მზარდია, აღსრულების დაწყებიდან დღემდე სააგენტოში 900-მდე განაცხადი ფიქსირდება.

2023 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული რიგი საკითხები უნდა დაარეგულიროს და განსაზღვროს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებები და გარანტიები. ჩვენი უწყების მიზანია მომხმარებელთა უფლებების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობის გაძლიერება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

სამუშაო შეხვედრაზე ლიეტუვის მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ტურიზმის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ვალდემირას სტემპკაუსკასიმ აღნიშნული მიმართულებით მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და მონაწილეებს ლიეტუვაში არსებული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში, GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის იურისტმა, ნინი ცაბუტაშვილმა საქართველოს კანონმდებლობასა და არსებული გამოწვევებზე ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები