მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო "რუსული კანონის" წინააღმდეგ 4 სარჩელის განხილვას იწყებს

პრეზიდენტი

"რუსული კანონის" განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს განიხილავს პლენუმი - სასამართლოს სრული შემადგენლობა.

სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი:

  1. პრეზიდენტი;
  2. 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაცია;
  3. 38 ოპოზიციონერი დეპუტატი;
  4. ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).

მოსარჩელეები, "რუსული კანონის" გაუქმების მოთხოვნით, რომელიც მმართველმა პარტიამ საზოგადოების დიდი ნაწილისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მათ ერთადერთი, ძალიან მოკლე არგუმენტი ექნებათ: „გამჭვირვალობაში არაფერია ანტიევროპული“.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია - მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები