ამერიკის სავაჭრო პალატა AmCham სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს. ღონისძიებაზე 2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიატები წარდგებიან.
ამერიკის სავაჭრო პალატამ, მაკლეინის ასოციაციასთან (MAC) თანამშრომლობით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამა 2023 წელს დაიწყო. ორგანიზაციის წევრი კომპანიების დახმარებით მოხდა თანხების მობილიზება იმ
სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას დაფინანსების გარეშე ვერ შეძლებდნენ. პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასური სრულად და ხოლო ცხოვრების ხარჯები ნაწილობრივ დაუფინანსდათ: 2023 წელს 30 სტუდენტს, 2024 წელს - 35 სტუდენტს, 2025 წელს კი ასევე 35 სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება სტუდენტების დახმარება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა სტაჟირებები, ინგლისური ენის კურსები, მოკლე ტრენინგები და სხვა.
წლევანდელ სტიპენდიატთა დაჯილდოების ცერემონიალი 18 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში" შედგება.
ღონისძიება ორ ნაწილად გაიმართება. პირველ ნაწილში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, ამერიკის სავაჭრო პალატის წინაშე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე მოხსენებას წარადგენს. შესავალი მიმოხილვის შემდეგ, მოკლე კითხვა-პასუხი გაიმართება.
მეორე ნაწილში, MAC და AmCham პროგრამის შესახებ მოკლე პრეზენტაციას წარმოადგენენ, რის შემდეგაც AmCham-ის პრეზიდენტი ირაკლი ბაიდაშვილი დ ბატონი პერსელი, გამარჯვებულებს სტიპენდიების პროგრამის სერტიფიკატებს გადასცემენ.




























