დღეს, 30 სექტემბერს, ბერლინში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს, გერმანიის პარლამენტში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. საქართველოს ევროპული მომავალი ერთ-ერთი საკითხია ბუნდესტაგის სხდომის დღის წესრიგში.