მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს და ხვალ, ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი რეისები ბათუმის და თბილისის აეროპორტიდან სრულდება

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში - დღეს და ხვალ დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.

კერძოდ, რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან დაიწყო და 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე გაგრძელდება.

"მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ცნობისთვის, 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა. აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

"ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია", - წერია აეროპორტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები