მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 გაიხსნება

ექსპოჯორჯია
07.06.24 09:00
183

7 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობს 8 ქვეყნის (თურქეთი,საფრანგეთი, იტალია,რუსეთი,სომხეთი,გერმანია, პორტუგალია,რუსეთი) 200-მდე კომპანია. წარმოდგენილი იქნება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები და აქსესუარები. გამოფენის ფარგლებში საკუთარ სტენდებს წარადგენენ ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევრის ღვინის მწარმოებლები, ასევე მოეწყობა ახალი მცირე მარნების ექსპოზიცია. გამოფენა WinExpo საინტერესო და პოპულარულია როგორც ღვინის მოყვარულთათვის, ისე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რადგან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად ყველა კომპონენტი: შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.გამოფენის პარალელურად, ჩატარდება საინტერესო ღონისძიებები გაიმართება ღვინის ექსპორტით დაინტერესებული მწარმოებლებისთვის. ჩატარდება სამუშაო შეხვედრები ღვინის იმპორტიორებთან, დისკუსიის რეჟიმში მოხდება სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვა, გაიცემა პრაქტიკული რჩევები მწარმოებლებისთვის.

8 ივნისს, 11:30 სთ-ზე მე-6 პავილიონში გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინის ჰოლანდიურ ბაზარზე შესვლა და პოპულარიზაცია“. ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სომელიეს, იმპორტიორს, ღვინის ჟურნალისტს და რესტორატორს ჰოლანდიიდან.გამოფენა გაიმართება 7-9 ივნისს, 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11, მე-6 პავილიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოფენის WinExpo Georgia 2024 ფარგლებში, გაიმართება ყოველწლიური კონკურსი(რიგით მე 14) : Georgia International wine Award2024 წელს, წინა წლებთან შედარებით, განსაკუთრებით მრავალფეროვანია ჟიურის შემადგენლობა - 5 ქვეყნიდან 10 ღვინის მაგისტრი, სომელიე და ღვინის ჟურნალისტი 220-მდე ღვინოს შეაფასებს.220-მდე ღვინის ნიმუშიდან, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში. გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.აღნიშნული კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული ღვინის და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის, ასევე კონკრეტული ღვინის მწარმოებლების და მათი პროდუქციის ცნობადობის ზრდისთვის საერთაშორისო ბაზარზე, რადგან, ჟიურის თითოეული წევრი, თავის ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა ქვეყნის ღვინის პოპულარიზაციასა და იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებაში.გამარჯვებული ღვინოები გამოვლინდება 8 ივნისს, დაჯილდოების ოფიციალურ, საზეიმო ცერემონიაზე.

გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს, 12:00 სთ-ზე, მე-6 პავილიონში გაიმართება გახსნაზე სიტყვით გამოვლენ:

  • ექსპოჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია
  • ღვინის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები