მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს გუნდი სტაბილურია და საკადრო ცვლილებების საფუძველი აღარ არსებობს - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"გუნდი სტაბილურია და საკადრო ცვლილებების საფუძველი აღარ არსებობს", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, სამთავრობო გუნდის ყველა წევრი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა.

"იყო შემთხვევა როდესაც ადამიანებმა თავიანთი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობა და ასევე იყო შემთხვევა როცა გარკვეული ტიპის ხარვეზები დავინახეთ.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული სამთავრობო გუნდის სახით - ისინი პროფესიონალებისგან შედგებიან. ასევე ესენი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პროფესიონალიზმი, რადგან თუ კეთილსინდისიერი ხარ პროფესიონალიზმსაც ნელ-ნელა აკრიფავ. დღეს საკადრო ცვლილებებმა მოგვცა გუნდის ეფექტიანად ჩამოყალიბების საშუალება. დღეს გუნდი სტაბილურია და საკადრო ცვლილებების საფუძველი აღარ არსებობს", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები