აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.
ინფორმაცია bm.ge-ს მმართველ პარტიაში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ჩაინიშნა. ამ დროისთვის უცნობია შეხვედრის კონკრეტული დღის წესრიგი და საკითხები, რომლებსაც მხარეები განიხილავენ.




























