მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს ილიაუნისთან საპროტესტო აქცია დაანონსდა

ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეკრება დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება.

მოძრაობის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამები რჩება, უნივერსიტეტის მრავალპროფილურ სტატუსს საფრთხეს უქმნის. სტუდენტები აკადემიურ საზოგადოებას ერთიანი წინააღმდეგობისკენ მოუწოდებენ.

"“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა ის, თუ რას უპირებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამ ჩამონათვალში შეიტანა ილიაუნიც. ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით ილიაუნის მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, რაც ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია. ჩვენ უახლოეს წარსულშიც ვნახეთ, რომ ერთიან აკადემიურ წინააღმდეგობას ნამდვილად აქვს აზრი. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს, ერთად შევეწინააღმდეგოთ ამ დამანგრეველ ცვლილებებს არ გვაქვს უფლება დავთმოთ მრავალწლიან ისტორია, ღირებულებები და ხანგრძლივი შრომით მოპოვებული წარმატებები. შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ განათლება!", - წერია განცხადებაში.

განათლების მინისტრმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები მიმართულებების გადანაწილება უკვე დაასახელა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ (პედაგოგიკის გამოკლებით), სამართლის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე; ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცხადდება მიღება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე; სამედიცინო უნივერსიტეტშიმედიცინის სპეციალობებზე; ილიაუნიშიპედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამებზე; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიაგრარულ, ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურისა და პედაგოგიკის მიმართულებებზე.

მინისტრის განცხადებით, აგრარული მიმართულება დროებით ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება, თუმცა რეორგანიზაციის შემდეგ ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცემა, ხოლო 2026-2027 სასწავლო წლიდან სტუდენტები სწავლას სწორედ იქ გააგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები