მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს ისეთი საშუალებებია ხელმისაწვდომი ბაზარზე, რომ ყველაფრის მოყვანა გაცილებით ადვილია“ – როგორია გიორგი კაკაშვილის დიდი შემოდგომა

როგორია გიორგი კაკაშვილის დიდი შემოდგომა
21.11.23 13:57
308

თანამედროვე ფერმერ გიორგი კაკაშვილისთვის სოფლის მეურნეობა უცხო არასდროს ყოფილა, რადგან მისი ბაბუები, ბებიები და მშობლები ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული. თავად ოჯახს აგრომეურნეობაში 14 წლიდან ეხმარებოდა, რამაც მას დიდი ცოდნა და გამოცდილება შესძინა. ახლა ლაგოდეხის რაიონის სოფელ საქობოში თავად უძღვება მეურნეობას და კომბოსტო მოჰყავს.

გიორგი კაკაშვილის შემოდგომა, ტრადიციულად, უხვმოსავლიანი გამოდგა. წელს არც პროდუქციაზე მოთხოვნას უჩივის, რადგან როგორც ამბობს, მისი კომბოსტო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამგვარ წარმატებაში ფერმერს ცოდნისა და გამოცდილების გარდა, ინოვაციური პროდუქცია და თანამედროვე მიდგომები ეხმარება. „დღეს ისეთი საშუალებებია ხელმისაწვდომი ბაზარზე, რომ ყველაფრის მოყვანა გაცილებით ადვილია. მაგალითად, ისეთი წამლები არსებობს, რომლებიც სპობს ბალახს და კომბოსტოს არაფერს ვნებს“, – აღნიშნავს გიორგი.

ფერმერი თავის ნაკვეთში წვეთოვან სარწყავ სისტემას იყენებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას შორის კი არჩევანს პრემიუმ ბრენდებზე, მათ შორის, Bayer-ზე აკეთებს.

გიორგი დღეს თავის გამოცდილებას სხვებსაც აქტიურად უზიარებს, აცნობს თანამედროვე მიდგომებს და ისეთივე უხვი მოსავლის მოყვანაში ეხმარება, როგორიც უკვე წლებია თავად მოჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები