მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ივანიშვილის რეალური მიზანია, პუტინის მთავარი მოლარე გახდეს - გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი

ანალიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის შეფასებით, ე.წ. რუსული კანონი და ოფშორების შესახებ კანონი ივანიშვილის მასშტაბურ ამოცანას ემსახურება, რომელიც რუსული აქტივების საქართველოში მოზიდვას გულისხმობს.

როგორც გია ხუხაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, ივანიშვილი ცდილობს მოახდინოს დემონსტრირება, რომ ყველაფერს აკონტროლებს და რუსულ აქტივებს სტაბილურ გარემოს შესთავაზებს.

„ვფიქრობ, ივანიშვილს ჰქონდა მასშტაბური ამოცანა, როდესაც ამ ყველაფერს იწყებდა. შესაბამისად, ორ კანონს განვიხილავდი პაკეტში. ე.წ. პუტინის სალარო, სადაც ვგულისხმობ ოლიგარქების ფულს, FSB-ს შავ სალაროს, ქურდულ ობშიაკს, ანუ პუტინის და მასთან აფილირებული წრის აქტივები, ვერ გრძნობენ მშვიდად თავს ვერც იმ ოფშორებში, სადაც არიან, იქიდან გამომდინარე რომ OFAC-ი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ფინანსური დაზვერვის ორგანიზაცია მთელ დასავლურ სამყაროში, ამ აქტივებს ეძებენ. მან ამ ყველაფერში დაინახა შესაძლებლობა, რომ შეუძლია ეს ე.წ. პუტინის სალარო მოიზიდოს საქართველოში და დღეს ივანიშვილის რეალური მიზანია, პუტინის მთავარი მოლარე გახდეს, მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა. ამ შეთავაზებას აკეთებს ოლიგარქებზე, აქვს გარკვეული კომუნიკაცია, მაგრამ იმისთვის, რომ აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესი დაიწყოს, უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ეს აქტივები საქართველოში უსაფრთხოდ იქნება და სასამართლოც მათ სასარგებლოდ იმუშავებს. ძალიან ბევრი ეს აქტივი სადავოა, იქ ზოგი ფული მოპარულია, წართმეულია და ყოფილი პარტნიორები ახლა სასამართლო დავებს ეწევიან. ივანიშვილი ეუბნება - რა გინდათ გიბრალტარში, იქ წესიერი მოსამართლეები სხედან და მე აგერ მურუსიძე მყავს, დავიცავ თქვენს აქტივებს. ახლა ივანიშვილი ცდილობს, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ რეალურად ყველაფერს აკონტროლებს“,- ამბობს გია ხუხაშვილი.

როგორც ანალიტიკოსმა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, ქვეყანა ერთგვარ გზაჯვარედინზეა.

"მივდივართ დასავლეთში ან ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში, სხვა არჩევანი არაა. ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური წესრიგის ჩარჩოებიდან და დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ჩვენი ახალგაზრდობა ცდილობს აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი. ამისი ვალდებულება გვაქვს დღეს თითოეულ მოქალაქეს, რომ ხელისუფლებას მივუჩინოთ თავისი ადგილი",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები